ქართული ოცნება

ნიშნიანიძე: ანაკლიის პორტს ქუთაისის პორტი კონკურენციას ვერ გაუწევს

0 კომენტარი
ფოტო: kvira.ge

ქუთაისის პორტისა და მიწისქვეშეთის განვითარება ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის იდეაა. ომარ ნიშნიანიძის შეფასებით, ქუთაისის პორტს გარკვეული ტურისტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ის ტვირთბრუნვით ანაკლიის პორტს ვერ გადააჭარბებს.

"რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ რიონის სამდინარო ფუნქციის აღდგენა საინტერესოდ მეჩვენება. დიდ გემებს, ვერ მივიღებთ, მაგრამ თუნდაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ ვარციხე-გეგუთის მიდამოებამდე გაკეთდეს, რაც ფაქტიურად ქუთაისია. დიდი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ამბობდა, რომ გეგუთი ქვემო ქუთაისია, სწორედ იქ იყო ძველი, აიეტის ქუთაისი." - მაესტროსთან საუბარში განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.

ომარ ნიშნიანიძე ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარების იდეითაც გამოდის. დეპუტატმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ ქუთაისის მიწისქვეშეთი საუკუნეების მანძილზე ათვისებული იყო ახლა კი დავიწყებასაა მიცემული, ამიტომაც მისი ხელახალი განვითარებაა საჭირო. ნიშნიანიძის შეფასებით, თუკი მიწისქვეშეთის განვითარებას ქუთაისის პორტის მოწყობაც დაემატება ეს ერთიანი დიდი ქუთაისის იდეის ხორცშესხმა იქნება.

"უძველესი დროიდან როგოც ჩანს ქუთაისის მიწისქვეშეთი გამოყენებული იყო ადამიანების მიერ და ეს იყო გარკვეულად თავდასაცავი ზღუდეც. მაგალითად ბაგრატის ტაძრის ქვემოთ, გაბაშვილის გორის ქვემოთ სიღრმეებში არის კარსტული მღვიმეები, რომლებშიც ლეგენდის მიხედვით დავით და კონსტანტინე მხეიძეებიც აფარებდნენ თავს. რიონის ორივე მხარეს მარცხენა და მარჯვენა მხარეს უხვადაა ასეთი მღვიმეები. მინდა რომ ეს საკითხი ჩაერთოს და ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით ქუთაისის არამარტო ზედა, არამედ ქვემოთ მიწისქვეშეთიც, რომელიც ძალიან ლამაზია." - ამბობს ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის შეფასებით, ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება და პორტის მოწყობა არცთუ ისე ძვირი არ უნდა დაჯდეს და ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ცენტრალურმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები