ქუთაისის პორტი

ნიშნიანიძე: ქუთაისში პორტის მოწყობის პროექტს პრემიერს გავაცნობ

0 კომენტარი
ფოტო: საქმიანი დილა

ქუთაისის პორტისა და მიწისქვეშეთის განვითარება ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის იდეაა. ომარ ნიშნიანიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ პროექტს მთავრობის წვერებსა და პრემიერსაც გააცნობს. ნიშნიანიძის თქმით, ქუთაისის მახლობლად პორტი წარსულშიც არსებობდა და მისი განვითარების იდეა ნიკო ნიკოლაძესაც ჰქონდა.

"ნიკო ნიკოლაძის იდეა წამოვწიე წინ, ახლა ვაპირებ, რომ ეს იდეა მთავრობას გავაცნო. გავაცნობ დიმიტრი ქუმსიშვილს, პრემიერს. თუმცა ჯერ -ჯერობით ამ საკითხის გადაწყვეტას მე უფრო მეცნიერულ წრეებში ვცდილობდი. ნიკო ნიკოლაძე არის ამ იდეის ავტორი. ლაპარაკია არა ქუთაისის ცენტრამდე, არამედ ვარციხემდე. ქუთაისის აეროპორტთან სოფელ ბაშში ადრე სანაოსნო პორტი იყო. სოფლის სახელიც სიტყვა ბაჟიდან წარმოსდგება, ანუ საბაჟო გადასახადისგან. იქ პატრა პორტი იყო სადაც მშრალი ტვირთები მოჰქონდათ და გადასახადები გროვდებოდა. ჩვენ დღეს ტურიზმიდან მაინც უნდა დავიწყოთ და მერე მშრალი ტვირთბეისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ." - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის თქმით, რიონის სანაოსნოდ გამოყენებისთვის არხების გაკეთებაც შეიძლება, რასაც კომერციული დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს, რადგანაც არხებიდან ამოღებული ინერტული მასალის გაყიდვაც იქნება შესაძლებელი.

"შეიძლება არხი გაკეთდეს კიდევაც და ეს გზა გაკეთდეს გემებისთვის. ეს შემოსავალსაც მოგვცემს იქიდან ამოღებული მილიონობით ტონა ქვიშის სარფიანად გაყიდვაც შეიძლება." - თქვა ნიშნიანიძემ.

იმისთვის რომ რიონი სანაოსნო მდინარე გახდეს, საჭიროა ზოგიერთ ადგილზე მისი ფსკერის გაღრმავება, ასევე არხების მოწყობა და წყლის დონის მუდმივი კონტროლი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები