სამეცნიერო აღმოჩენები

მეცნიერებმა აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღა აღმოაჩინეს

გრავიტაციული ტალღები

მეცნიერთა ჯგუფმა, საერთაშორისო პროექტ LIGO Scientific Collaboration-დან აშშ-ში მდებარე ორი დეტექტორ-ობსერვატორიის დახმარებით, ლაბორატორიულ პირობებში, 1.3 მილიარდი წლის წინ (სწორედ ამდენი დრო დასჭირდა დედამიწამდე ტალღას მოსაღწევად), რამდენიმე შავი ხვრელის შთანთქმისგან წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები იპოვეს.

გრავიტაციული ტალღების არსებობა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა მეცნიერებმა იმ მომენტს შეადარეს, როცა გალილეომ ტელესკოპში გაიხედა. მასშტაბის უკეთ წარმოსადგენად მუნჯი კინოდან, ხმოვანზე გადასვლის მაგალითიც მოიყვანეს.

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მეცნიერებისთვის გარღვევაა. ის იძლევა კოსმოსის ახლებურად კვლევისა და მასზე გაცილებით დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

"ამ მომენტამდე ჩვენ ვიყურებოდით ცაში, მაგრამ არ გვესმოდა მუსიკა", - უთხრა ჟურნალისტებს აღმოჩენის გუნდის წევრმა, ასტროფიზიკოსმა საბოლჩ მარკამ.

ტალღების აღმოსაჩენად მეცნიერები ცოტა ხნის წინ მოდერნიზებულ 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინსტრუმენტს, ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) იყენებდნენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენაა, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის უფრო დიდია.

კომენტარები