კრიმინალი

რამდენიმე არასრულწლოვანმა სუპერმარკეტ სმარტის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა

0 კომენტარი
ფოტო: metro.us

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რამდენიმე არასრულწლოვანმა სუპერმარკეტ სმარტის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთ პაციენტს თავის არეში აქვს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ხოლო მეორე - მხარშია დაჭრილი. 

ინდიდენტი სმარტის სუპერმაკეტში გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაცვამ შენობის დატოვება მოსთხოვა რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, მათ დატოვეს შენობა, თუმცა მალევე დაბრუნდნენ სხვა თანატოლებთან ერთად და დაცვის თანამშრომლები დაჭრეს.

"სამი თუ ოთხი ახალგაზრდა შემოვიდა სმარტის ტერიტორიაზე, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ჩვენი დაცვის და უსაფრთხოების სამსახურმა მათ მოუწოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია. შელაპარაკების შედეგად დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი", - უთხრა ჟურნალისტებს სმარტის მენეჯერმა არჩილ ნიკოლაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები