ტრანსპორტი

ავიაკომპანია RYANAIR-ი ქუთაისის აეროპორტით დაინტერესდა

ryanair.com

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-ი ქუთაისის აეროპორტიდან რეისების განხორციელებით დაინტერესდა. RYANAIR-ი ქუთაისში სპეციალურ სამუშაო ჯგუფს გაგზავნის, რომელიც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის პოტენციალს სრულად გაეცნობა. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიანმა განაცხადა. 

"გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ", - ამბობს ობრაიანი.

2015 წელს ავიაკომპანიამ 90 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში. RYANAIR-ის ფლოტი დღეისთვის 320 Boeing 737-ისგან შედგება, კომპანია წელს დამატებით 153 Boeing-ის შეძენას გეგმავს. 

კომენტარები