დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა

KVIRA.GE

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა მისი მოადგილის სანდრო ბრეგაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

თავად ბრეგაძის განცხადებით კი, მას "პრინციპებზე უარის თქმა" მოსთხოვეს და ამის გამო გადადგა.

"მე გადავდექი. უფრო სწორედ, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა. დიახ, ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება" - წერს ბრეგაძე Facebook-ში.

სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან გადაყენება არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენჯერმე მოითხოვეს. მათ განცხადებით პრემიერმინისტრსაც მიმართეს.

კომენტარები