ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე ქედის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდო გოგიტიძე დააკავეს.

სუს-ის ანტიკორუფციული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბონდო გოგიტიძემ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები