კრიმინალი

გურჯაანში მამაკაცი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სოფელ გურჯაანში მამაკაცი დაჭრეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ღვინის საწარმოს დარაჯი თანასოფლელმა გაიყვანა და ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მუცლის არეში დანით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები