0 კომენტარი
  1. გაზპრომი კრემლის შანტაჟის იარაღია.
  2. გაზპრომის გაზის ფასი ყოველთვის პოლიტიკურია.
  3. გაზპრომზე დამოკიდებულება საფრთხეა თავისუფლებისთვის.
  4. ბოლო ხუთი წელია, საქართველო გაზპრომზე დამოკიდებული საერთოდ არ არის.
  5. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახადა აზერბაიჯანმა, რომელიც მრავალი წელია, დაბალ ფასად, შეუფერხებლად გვაწვდის სასიცოცხლო პროდუქტს.
  6. აზერბაიჯანი ყოველთვის მზადაა, საქართველოს მოთხოვნა გაზზე სრულად დააკმაყოფილოს და საჭიროების შემთხვევაში, მოცულობა გაზარდოს.
  7. დღეს გაზპრომი მეტადაა დამოკიდებული საქართველოზე, ვიდრე საქართველო გაზპრომზე.
  8. გაზპრომი საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთს აწვდის ორ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ტრანზიტის საფასურს გაზპრომი იხდის ნატურით.
  9. საქართველო მისგან იღებს გატარებული გაზის 10%-ს, რაც წელიწადში დაახლოებით ორასი მილიონი კუბური მეტრია. ეს საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი ფასია.
  10. გაზპრომი წლებია, ითხოვს მისთვის წამგებიანი შეთანხმების შეცვლას. კერძოდ, გაზის ნაცვლად თანხას გვთავაზობს, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ეყოფა გაზის იმ მოცულობას, რასაც დღეს ვიღებთ გაზპრომისგან ტრანზიტის საფასურად. საქართველოს ხელისუფლება წლებია, გაზპრომს უარით ისტუმრებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
  11. გაზპრომისთვის დათმობა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არასწორი და არაჯანსაღია, ეკონომიკურადაც გაუმართლებელია და ამის საჭიროება არ არსებობს. რადგან მოლაპარაკებების ჩაშლით გაზპრომი გაცილებით მეტს დაკარგავს, ვიდრე საქართველო. უფრო მეტიც, თუ სომხეთმა ირანიდან მიიღო გაზი, მისი დამიკიდებულება რუსეთზე შემცირდება, რაც რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებას ნიშნავს.
  12. იმისთვის, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და მოქალაქეთა ინტერესები დაცული იყოს, გაზპრომის წილი საქართველოს ენერგომომარაგებაში დაბალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს.
  13. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის დახმარებით, ყველა ბერკეტი ჩვენს ხელშია, ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გაზპრომთან ისეთ დათმობებზე წავიდეს, რაც მოსახლეობის ინტერესებს აზიანებს - არ უნდა დავუშვათ ტრანზიტის საფასურის მონეტიზაცია და არ უნდა დავთმოთ მომგებიანი მდგომარეობა.
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბესელია კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე

კომენტარები