ფარული კადრები

ბენიძე კადრებზე: საარჩევნო წელს ასეთი კომპრომატების გამოქვეყნება დაუშვებელია

ტაბულა

საარჩევნო წელს მსგავსი სახის კომპრომატების თუ სხვადასხვა ფარული მასალის გამოქვეყნება არის ყოვლად დაუშვებელი, ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს მთლიანად საარჩევნო გარემოს ქვეყანაში და არჩევნების ლეგიტიმურობას, არჩევნების სათანადო გარემოში ჩატარებას. ამდენად, ეს არის სრულიად დაუშვებელი და პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას ამ და მსგავსი ჩანაწერების გავრცელებაზე, მიუხედავად იმისა, როდის იყო ჩაწერილი კონკრეტული ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხდებოდა ამ ხელისუფლების პირობებში, ცხადია რომ პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მაღალია არსებული ხელისუფლების. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, ჩვენ არაერთი შემთხვევა ვნახეთ, როდესაც მსგავს ფაქტებზე რეაგირება არ ყოფილა, ან იყო სრულიად უსუსური რეაგირება და ამის ბერკეტიც დღევანდელი ხელისუფლების ხელშია, რომ ეს შემთხვევები სათანადოდ ყოფილიყო გამოძიებული და არ მივსულიყავით იქამდე, სადამდეც მივედით დღეს. 

კომენტარები