ფარული კადრები

მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს პირადი კადრების გავრცელებით ემუქრებიან

0 კომენტარი

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში მოქმედი პირები იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა, კადრების ამტვირთავი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრება. ვიდეოს ავტორი მოუწოდებს "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები.  

"ამ კადრების ხელშეუხებლობის გამო, თქვენ უარი თქვით სამართლიანობის აღდგენაზე და ხელი დააფარეთ ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს. 31 მარტამდე თუ არ წახვალთ პოლიტიკიდან, დაიდება ახალი კადრები, რათა პოლიტიკური ასპარეზი გასუფთავდეს", - წერს ვიდეოს გამავრცელებელი.

აღსანიშნავია, რომ კადრების გავრცელებიდან მალევე, Youtube-ზე მომხმარებლების ნაწილს წვდომა აეკრძალა.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები