ფარული კადრები

პროკურატურა: ზურაბ ჯამალაშვილი არ ყოფილა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურა ტაბულასთან საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფარული კადრების შენახვა-გავრცელებაზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი კუდ-ის თანამშრომელი იყო. პრესსამსახურის წარმომადგენლის ნათია სუხიაშვილის თქმით, უწყებას ჯამალაშვილი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნად არსად მოუხსენიებია.

პროკურატურამ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. უწყება აკონკრეტებს, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე არა კადრების ინტერნეტში ატვირთვის, არამედ მათი შენახვა-გავრცელების ფაქტზე აიყვანეს.

კომენტარები