დაყადაღება

ქეთევან იგნატოვა და მისი ქმარი დაჭრეს და გაძარცვეს

timer.ge

გუშინ ღამით, პუბლიცისტ ქეთევან იგნატოვას სახლი დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა იგნატოვა და მისი ქმარი ზაზა ციციშვილი ჯერ დაჭრა, შემდეგ კი, ნაძარცვი წაიღო. გარდა ამისა, მძევლად ჰყავდა აყვანილი მათი მეზობელი.

ქეთევან იგნატოვას და ზაზა ციციშვილის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. ისინი სახლში არიან.

როგორც დაზარალებულების შვილმა ტაბულას უთხრა, იგნატოვას ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ციციშვილს კი - ორი.

დაზარალებულებმა ტაბულას ისიც უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას გუშინ ღამითვე აცნობეს. მათ მთელი დღის განმავლობაში ჰკითხავდენ. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ნინო ცხადაძე ტაბულას ამბის დაზუსტებას დაპირდა. შსს-ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები