აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

დღეს, პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი არ ითვალისწინებს, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებული გზის მშენებლობა.

"ყველაფერი, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე ან ცხინვალის რეგიონში, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე, ასეთია ჩვენი მიდგომა. ეს არ არის საზღვარი, საზღვარი სულ სხვაგან არის, ეს არის საოკუპაციო ხაზი. ნებისმიერი ასეთი ქმედება არის ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეში ხელყოფა", - განაცხადა აბაშიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ ვიზების გამარტივებაზეც.

კომენტარები