სირიის კონფლიქტი

ჯონ კერი სირიის საკითხთან დაკავშირებით პუტინთან შეხვედრას გეგმავს

ვლადიმირ პუტინი; ჯონ კერი
Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, მათი შეხვედრის თემა იქნება სირიის კონფლიქტი. ამ შეხვედრის ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა სირიიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო.

ჯონ კერის თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება და მოლაპარაკებები გაეროს შუამავლობით ჟენევაში შესაძლოა, საუკეთესო საშუალება იყოს სირიის კონფლიქტის დასასრულებლად.

"დღეს, როდესაც ამ საშინელი ომის დასაწყისიდან ხუთი წელი გავიდა, გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, ის დავასრულოთ", - თქვა ჯონ კერიმ.

ცნობისათვის, გუშინ რუსეთმა სირიიდან შეირაღებული ძალების დიდი ნაწილი გამოიყვანა, თუმცა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლაი პანკოვის თქმით, რუსეთი სირიაში განლაგებულ ტერორისტულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს გააგრძელებს.

კომენტარები