თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თვითმმართველობის წევრები ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის ერთ საათს აძლევენ

ტაბულა

თვითმმართველობის წევრები თსუ-ის რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის ერთ საათს აძლევენ. ისინი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, განცხადება გააკეთეს და დაიშალნენ.

აუდიტორია #115-ის სტუდენტები შენობაში არიან, მათი მხარდამჭერები კი გარეთ არიან შეკრებილი. ისინი უნივერსიტეტის ეზოში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს.


ფოტო: ტაბულა

თვითმმართველობის წევრებს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ღამით განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე და ვლადიმერ პაპავა #115 აუდიტორიის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ შორის შეთანხმება შედგა. სტუდენტებმა მიიღეს პირობა, რომ დაიწყება მსჯელობა თვითმმართველობის რეფორმირებაზე, რომელსაც სამინისტრო მხარს დაუჭერს. ასევე შეიქმნება საგამოძიებო კომისია უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის არსებობაზე. სტუდენტები დაშლასაც აპირებდნენ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის წევრებიც შეწყვეტდნენ აქციებს. თუმცა, ეს უკანასკნელები შერვაშიძესა და პაპავას არ დასთანხმდნენ და რექტორის გადადგომას კვლავ მოითხოვენ.

კომენტარები