თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რექტორი და აკადემიური საბჭო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ

0 კომენტარი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ერთი საათია, თსუ-ს რექტორის ლადო პაპავას და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. აკადემიური საბჭოს წევრის შოთა სამსონიას თქმით, "რექტორის გადაყენების თემა იყო, თუმცა ის დღის წესრიგში ჯერ არ დგას, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ". თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მისი გადადგომა სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს და ამიტომ, გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

ამასთან, დღეს განათლების მინისტრმა აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტაში არ ჩაერთვება. 

"არის რიგი საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს იმ ლეგიტიმურ ორგანოებში, რომელიც უნივერსიტეტს წარმოადგენს - ამ შემთხვევაში აკადემიური საბჭო. თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებენ, ჩვენი პასუხიც შესაბამისია. ძალიან მნიშვნელოვანია რექტორის თემის განხილვა. არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მივცეთ აკადემიურ საბჭოს, რომ იმსჯელოს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ მათ დასჭირდებათ გონივრული ვადა და ამისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია ის გარემო, რომელიც უნივერსიტეტში დღეს არის. რომელიც გონივრული ვადა შეიძლება იყოს ერთი კვირა, ორი კვირა, ან ერთი თვე. ამაზე დაილაპარაკებენ უშუალოდ სტუდენტებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, შეთანხმდებიან", - განაცხადა თამარ სანიკიძემ და აღნიშნა, რომ ლადო პაპავამ დღევანდელი შეხვედრა იმიტომ დატოვა, რომ "ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები