ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ალექსი პეტრიაშვილი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო

0 კომენტარი

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, დაცვის მხარე საქმის მასალების გადაცემას ელოდება.

ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო, რის შეცვლასაც დაცვის მხარე მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვს.

პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა. ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები