კონსტიტუცია

მოსწავლეები ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში შეეჯიბრებიან

დემოკრატიის ლაბორატორია
დემოკრატიის ლაბორატორია

საქართველოს ყველა რეგიონში კონკურსი „მე და კონსტიტუცია“ ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში უმაღლესი კანონის ცოდნის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. უფროსი კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს კონსტიტუციის ცოდნაში ბრეინ რინგის პრინციპით შეეჯიბრებიან.

პროექტს ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

პირველი თამაში ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება.

„ეს კონკურსის მეორე ტურია, პირველი ტურის შედეგად, რომელიც კონსტიტუციის თემაზე ვიდეორგოლების გადაღებას ითვალისწინებდა, 100-ზე მეტი სკოლა შეირჩა. მეორე ტურის გამარჯვებულები ფინალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თავის მხრივ სამ გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი პარიზსა და სტრასბურგში  გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ“ - განმარტავენ ორგანიზატორები.

კომენტარები