ავიაკატასტროფა როსტოვში

როსტოვის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი აფეთქდა

როსტოვის აეროპორტი
РИА Новости

დონის როსტოვის აეროპორტში დაშვების მცდელობისას თვითმფრინავი ბოინგ-737 აფეთქდა. როგორც РИА Новости წერს, დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი იყო - 55 მგზავრი, მათ შორის 4 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი.

დაღუპულთა სია МЧС-მა უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 5 ადამიანი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება ლაინერის ეკიპაჟს, ოფიციალური ინფორმაციით, ის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგებოდა და მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ავიაკომპანია Fly Dubai-ის ლაინერი რეისს დუბაიდან დონის როსტოვამდე ასრულდებდა და კატატროფა აეროპორტის ასაფრენ ზოლთან, მოსკოვი დროით 03:40 საათზე განიცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი დაჯდომის მეორე მცდელობაზე, მიწასთან შეხებისთანავე აფეთქდა.

კატასტროფის მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება. ოფიციალური უწყებები ამ დრომდე სხვა ვერსიაზე არ საუბრობენ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალებ გამოიწვია“.

როსტოვის აეროპორტი ამ დროისთვის დაკეტილია. ის მუშაობას სავარაუდოდ ხვალ, 20 მარტს აღადგენს. იმ მგზავრებს, რომლებიც როსტოვის აეროპორტით უნდა ესარგებლათ, კრასნოდარის ოლქისა და ე.წ. „კავმინვოდის“ აეროპორტები მიიღებენ.

კომენტარები