ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, ძლიერი აფეთქები შედეგად ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლი დაინგრა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სახლი და ავტომობილი.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილობრივები აფეთქებას ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირებენ.