გიორგი დგებუაძის საქმე

ექსტრადირებული გიორგი დგებუაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

ჰოლანდიიდან საქართველოში ექსტრადირებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე პენიტენციარულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ექსტრადიცია ღამით მოხდა.

პროკურორის განმარტებით, დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი დგებუაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა, მისი მოთავსება მოხდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა პროკურორმა.

გიორგი დგებუაძე ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა. ის 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს და ამ დრომდე მიმდინარეობდა ექსტრადიციის პროცედურები.

კომენტარები