ტერორიზმი

პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი ბრიუსელის ტერაქტებზე დუმილის უფლებას იყენებს

AP

პარიზის ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სალაჰ აბდესლამი ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ბელგიელი პროკურორების თქმით, აბდესლამმა უარი განაცხადა ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საუბარზე. 

შეგახსენებთ, რომ აბდესლამი 18 მარტს, ბრიუსელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას ითხოვს. წინა დღეებში კი ის საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა.

ტერორისტის ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.

კომენტარები