Panama Papers

ვიკილიქსი USAID-ს და სოროსს პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშულებს

0 კომენტარი
ფოტო: The Daily Beast

ვიკილიქსი USAID-სა და ამერიკელ მილიარდერ ჯორჯ სოროსს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

ჯულიან ასანჟის ვიკილიქსი ამტკიცებს, რომ USAID-მა და ჯორჯ სოროსმა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) გამოყენებით, დააფინანსეს Panama Papers-ის მასალის გამოქვეყნება, რომელშიც მსოფლიოს 72 სახელმწიფოს მოქმედი ან ყოფილი მეთაურის დაურეგისტრირებელ ქონებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ქონებასაც ეხება. გამოძიება ერთ-ერთი უმსხვილესი პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს დოკუმენტაციას ეყრდნობა. მასალების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ქონება მის ოფიციალურ ქონებრივ დეკლარაციას მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა, თავად ვლადიმირ პუტინზე ეს ქონება რეგისტრირებული არაა.

"ამერიკის მთავრობამ, USAID-სა და სოროსთან ერთად, Panama Papers-ი პუტინზე თავდასხმისთვის დააფინანსა. ზოგიერთ კარგ ჟურნალისტს არ გააჩნია პატიოსნება", -აღნიშნულია ვიკილიქსის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები