თბილისის სატრანსპორტო კომპანია

სასამართლოს განჩინებით, მეტროს მემანქანეებს გაფიცვა 30 დღით აეკრძალათ

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოთხოვნა დაააკმაყოფილა და ერთობა 2013-ს გაფიცვა 30 დღით აუკრძალა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, "შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს" შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით მიმართეს. 

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013"-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპარაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013"-თან, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება „გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ". თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოთხოვნა 30 კალენდარული დღის ვადით გაფიცვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პერიოდში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობის ზომის შეფარდებას", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "სატრანსპორტო კომპანია, თავის მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით გააგრძელოს ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგი კომპრომისული შეთანხმების მიღწევამდე".

მეტროს მემანქანეეები გაფიცვას ხვალიდან აპირებდნენ. პროფკავშირ ერთობა 2013-ის წევრის, მემანქანე ემზარ ბარბაქაძის განცხადებით, პირველ მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში, მერიაში და თბილისის სატრანპორტო კომპანიის ადმინისტრაციაში შეიტანეს განცხადებები სამი მოთხოვნით. მეტროპოლიტენის მემანქანეები და მეტროში სხავადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები ითხოვენ წელთა ნამსახურების მიხედვით ანაზღაურებას, ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას. ბარბაქაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაცია თანახმაა, აპრილის თვეში ჩარიცხოს თანხები წელთა ნამსახურების მიხედვით თანამშრომლებისთვის. რაც შეეხება ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას, მისი თქმით, ამ ორ თემაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები