პანამის დოკუმენტები

მინდელი: კეზერაშვილის კომპანიები აუდიტორულ შემოწმებას ყოველწლიურად გადიოდნენ

0 კომენტარი

შვეიცარიული გაზეთი Tribune de Geneva პანამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ 3 ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა, სადაც ნავთობის ბიზნესიდან მიღებული თანხები ირიცხებოდა. დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამ კომპანიებში ფულის გადარიცხვა შვეიცარული ბანკების მეშვეობით ხდებოდა. 

დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ტაბულასთან საუბარში აღნიშნას, რომ თავისთავად ოფშორულ ზონაში კომპანიების დარეგისტრირება დანაშაულს არ წარმოადგენს და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ბიზნეს საქმიანობაში. 

"რაც შეეხება თვითონ კომპანიის საქმიანობას, რომელიც ნავთობთან დაკავშირებულ ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენდა ყოველწლიურად თვითონ კომპანიის ინიციატივით გადიოდა აუდიტორულ შემოწმებას მსოფლიოში ცნობილ დიდ ოთხეულში შემავალი ისეთი კომპანიისაგან როგორიცაა დელოიტი. აღნიშნული დასკვნები თავის დროზე წარდგენილი იქნა საფრანგეთის სასამართლოში, სადაც იხილებოდა დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხი. მოქმედი რეგულაციების თანახმად აღნიშნული დასკვნები სხვა კორესპონდენციასთან ერთად მიწოდებული იქნა საქართვლოს პროკურატურისთვისაც. უფრო მეტიც, შემიძლია შეგახსენოთ, რომ აღნიშნული დასკვნები გამოქვეყნდა ქართული მედიასაშუალებებითაც, რომელთაც თითქოს შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში აღნიშნული დოკუმენტები. შესაბამისად გავრცელებულ ინფორმაციაში აქამდე უცნობ რაიმე ფაქტებზე არ არის საუბარი. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იქნა თავის დროზე როგორც საფრანგეთის ექსანპროვანსის სასამართლო ასევე საქართველოს პროკურატურა. ", - ამბობს მინდელი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა უთხრეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები