Panama Papers

ესპანეთის ინდუსტრიის მინისტრი Panama Papers-ის მასალების გამო გადადგა

EPA

ესპანეთის ინდუსტრიის მინისტრი ხოსე მანუელ სორია Panama Papers-ის მასალებში მისი სახელის არსებობის გამო გადადგა.

სორია ოფშორულ კომპანიებთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს. მისი თქმით, თანამდებობა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ მასალებში მისი სახელის არსებობით მმართველი სახალხო პარტიის რეპუტაცია ჩრდილქვეშ არ დამდგარიყო.

Panama Papers-ის მასალების მიხედვით, ხოსე მანუელ სორიას გარკვეული ოფშორული ინვესტიციები ბაჰამის კუნძულებზე არსებულ კომპანიაში ჰქონდა ჩადებული და ასევე ბრიტანეთის კუნძულ ჯერსიზე არსებულ ოფშორულ კომპანიასთანაც ჰქონდა კავშირი.

შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ Panama Papers-ის გამო თანამდებობა ისლანდიის პრემიერმინისტრმა ზიგმუნდურ გუნლეგსონმა დატოვა.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა Panama Papers-ის მასალებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაწყვიტა.

კომენტარები