მოვლენები ტექნიკურ უნივერსიტეტში

ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციებზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართულ ურთიერთსაპირისპირო აქციებზე ერთი პირი დააკავეს. სტუდენტების ერთი ნაწილი მოშიმშილე ლექტორებს მხარს უჭერდა, მეორე აქციის მონაწილეები კი ეწინააღმდეგებოდნენ.

დაკავებული პირი მოშიმშილე ლექტორების მომხრეა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის სტუდენტი არ არის. დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

ამ დროისთვის აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტთან დასრულებულია.

ლექტორები უკვე მეთერთმეტე დღეა, შიმშილობენ. ისინი რექტორ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. რამდენიმე დღის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის პოსტზე არჩილ ფრანგიშვილის ზედიზედ მესამე ვადით არჩევა არღვევს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს და, შესაბამისად, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა არალეგიტიმურია.

კომენტარები