IRI-ის კვლევა

IRI: 44% - ბოლო 4 წელში, კორუფციის მხრივ სიტუაცია გაუარესდა, 7% - გაუმჯობესდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კორუფციის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. 33% ფიქრობს, რომ სიტუაცია იგივე დარჩა, ხოლო 7%-ის აზრით - გაუმჯობესდა.

გამოკითხულთა 6% პასუზე უარს ამბობს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 12 მარტი - 2 აპრილის პერიოდში ჩაატარა.iIRI-იმ სულ გამოკითხა 1500 ადამიანი.

კომენტარები