კიბერშეტევა

ჰაკერებმა ბანგლადეშის ცენტრალური ბანკიდან $80 მილიონი მოიპარეს

AP Photo

ბანგლადეშის სავალუტო რეზერვები $80 მილიონით შემცირდა, მიზეზი ჰაკერული თავდასხმაა. ცენტრალური ბანკი ჰაკერების მარტივი სამიზნე აღმოჩნდა, რადგანაც მას პრაქტიკულად არანაირი ელექტრონული უსაფრთხოების სისტემა არ იცავდა, $10-იანი როუტერი კი რომლის მეშვეობითაც ბანკი საერთაშორისო გადახდების სისტემა SWIFT-ში იყო ჩართული მეორადი იყო. 

ბანგლადეშის სავალუტო რეზერვები $28 მილიარდს შეადგენს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ცენტრალურმა ბანკმა დაზოგა რამდენიმე ათასი დოლარი, რომლითაც საკუთარ უსაფრთხოების სისტემას გააუმჯობესებდა.  

ჰაკერების თავდაპირველ სამიზნეს $1 მილიარდის მოპარვა წარმოადგენდა, მათ გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში ბანგლადეშის ცენტრალური ბანკის სახელით გააგზავნეს შეტყობინება, რომ ნიუ-იორკში მდებარე სარეზერვო ბანკის ბანგლადეშის ანგარიშიდან $951 მილიონი საერთაშორისო ანგარიშებზე გადარიცხულიყო. ამ გადარიცხვების ძირითადი ნაწილი SWIFT-ის სისტემამ დაბლოკა, თუმცა $81 მილიონი ფილიპინებში გადაირიცხა, რის შემდეგაც თანხები ადგილობრივი კაზინოების ანგარიშებზე მოხვდა, შემდეგ კი თანხების კვალი ქრება.

ბანგალდეშელმა პოლიციელებმა საქმეზე 20 პირი მისცეს პასუხისგებაში, თუმცა არცერთი მათგანი ჰაკერული შეტევის მონაწილე არ აღმოჩნდა. 

კომენტარები