ბათუმი

საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი ბათუმია

0 კომენტარი
ბათუმი ფოტო: georgia.travel

საქართველოში თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი ბათუმია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ბათუმის მოსახლეობა 152 ათასს შეადგენს, რაც სიდიდით მესამე ქალაქის - ქუთაისის მოსახლეობას 5 ათასით აღემატება. თბილისი რიგით მეორე ქალაქს მოსახლეობის რაოდენობით 7.2-ჯერ აღემატება. ქვეყანაში ურბანიზაციის დონე კი 57%-ს შეადგენს.

საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

  1. თბილისი - 1 108 717 მცხოვრები
  2. ბათუმი - 152 839 მცხოვრები
  3. ქუთაისი - 147 635 მცხოვრები
  4. რუსთავი - 125 103 მცხოვრები
  5. გორი - 48 143 მცხოვრები
  6. ზუგდიდი - 42 998 მცხოვრები
  7. ფოთი - 41 465 მცხოვრები
  8. ხაშური - 33 627 მცხოვრები
  9. ქობულეთი - 28 621 მცხოვრები
  10. სამტრედია - 27 020 მცხოვრები

საქართველოში ქალაქის მოსახლეობა 2 122 623-ს შეადგენს, სოფლად კი 1 591 181 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი 2/3 თბილისშია თავმოყრილი. ფაქტი, რომ თბილისი მოსახლეობით შემდეგ დიდ ქალაქ - ბათუმს შვიდჯერ აღემატება, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. საქართველოში სოფლიდან ქალაქში მიგრაციის პროცესში მთავარი მიმართულება თბილისია და არა სხვა რეგიონული ცენტრები, რაც აფერხებს ისეთი ქალაქების ეკონომიკურ განვითარებას, როგორებიცაა ქუთაისი, გორი, ფოთი და სხვა. 

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 28.5% შიდა მიგრანტია. შიდა მიგრანტთა უმეტესი ნაწილი - 33% თბილისში ცხოვრობს, ასევე მიგრანტთა 15% ცხოვრობს იმერეთში, 9.6% სამეგრელოში, 9% ქვემო ქართლში, 8.6% კახეთში, 7% აჭარაში, 6.9% შიდა ქართლში, 3.4% ჯავახეთში, 3.3% მცხეთა-მთიანეთში, 3.1% გურიაში, 1% კი - რაჭაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები