კრიმინალი

მარტვილში მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

Getty Images

გუშინ, 30 აპრილის საღამოს, სამეგრელოში მკვლელობა მოხდა. მარტვილში ოცდაათ წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, სამართალდამცავებმა მკვლელობაში მონაწილე პირი ცხელ კვალზე ჩხოროწყუში დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები