აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტედ კრუზი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

0 კომენტარი
ფოტო: AP

აშშ-ში, ინდიანას შტატში შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკელებიდან, ინდიანის პრაიმერიში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. დემოკრატებიდან კი, ბერნი სანდერსმა.

ინდიანის პრაიმერის შედეგების გამოცხადებისთანავე, ტექსასის სენატორი ტედ კრუზი არჩევნებს საკუთარი სურვილით გამოეთიშა. კიდევ ერთი რესპუბლიკელი ჯონ კასიჩი კი, არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებას აპირებს, თუმცა, მას ტრამპის დამარცხების თეორიული შანსიც კი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება.

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად 1237 დელეგატია საჭირო. ამ ეტაპზე ტრამპს 1047 დელეგატი ჰყავს, კრუზს 565, კასიჩს კი 153.

დემოკრატებში კი კანდიდატის გამოსავლენად 2383 დელეგატია საჭირო, კლინტონს ამ ეტაპზე 2202 დელეგატი ჰყავს, სანდერსს - 1400.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 40 შტატში ჩატარდა, საიდანაც 27 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 9-ში ტედ კრუზმა, 3-ში მარკო რუბიომ, ერთში კი ჯონ კასიჩმა.

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები კი 41 შტატში ჩატარდა, 24 შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, 17-ში - ბერნი სანდერსმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები