საპარლამენტო არჩევნები 2016

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პარტიებს შეხვდა

primetimenews.ge

საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა ფიქრია ჩიხრაძემ და კახა კოჟორიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის პრობლემებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია არა რომელიმე კონკრეტულ საარჩევნო მოდელს უჭერს მხარს, არამედ იმას, რომ პოლიტიკური ძალები ერთ, მათთვის მისაღებ საარჩევნო გარემოსა და წესებზე ჩამოყალიბდნენ.

"ჩვენ მხარს რომელიმე კონკრეტულ მოდელს არ ვუჭერთ, მხარს ვუჭერთ შეთანხმების პროდუქტს, რომ პოლიტიკური ძალები ჩამოყალიბდნენ ერთნაირად მისაღებ, უმჯობეს საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო წესებზე. თუ პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდება იმაზე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი ან მისი რაიმე მოდიფიცირებული მოდელი არის პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილისთვის მისაღები, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში, მივცეთ უფრო მეტი დინამიკა ამ პროცესს. მეტიც, მზად ვართ, ჩავერთოთ მმართველ კოალიციასთან დიალოგშიც. ძალიან გვინდა, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს უფრო მაღალი თანხმობის, მაღალი ლეგიტიმაციის, უკეთესი საარჩევნო გარემოს პირობებში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი და ამ ინტერესის თაობაზე იყო სწორედ დღეს საუბარი",- თქვა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები