პენტაგონმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობა დაადასტურა

AFP

პენტაგონმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მორიგი ლიდერის, აბუ ვაჰიბის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ISIS-ის "სამხედრო ემირი" აბუ ვაჰიბი ერაყში ამერიკული კოალიციის ავიათავდასხმის დროს მოკლეს. მასთან ერთად დაიღუპა დაჯგუფების კიდევ სამი წევრი, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ ხერხდება.

პენტაგონის პრესსპიკერის თქმით, ვაჰიბი მძევლების სიკვდილით დასჯის ამსახველ ვიდეომასალებში ხშირად ფიგურირებდა და, ამასთან ერთად, ერაყში ISIS-ის სპეცოპერაციებსაც ხელმძღვანელობდა.

კომენტარები