ოჯახში ძალადობა

ძალადობის მსხვერპლი მაღალჩინოსნებს მოძალადის მფარველობაში ადანაშაულებს

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების, დეპუტატისა და მისი აპარატის მხრიდან დანაშაულის დაფარვაზე და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს. მედეა პატაშურის თქმით, ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად და ფსიქლოგიურად ძალადობს. ის რამაზ ხუციანიძეს მკვლელობის მცდელობაში, შემაკავებელი და დამცავი ორდერების პირობების დარღვევაში, ასევე შვილისა და დედის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ყოფილი ქმარი ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარია, ასევე, მას მფარველობს დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე დოდო ხეთაგური. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქალთა მოძრაობის წევრმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, არსებობს კანონიერად მოპოვებული სამხილები, სადაც რამაზ ხუციანიძის კავშირები დასტურდება. ერთ-ერთ მიმოწერაში მას თელავის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა კბილცეცხლაშვილი ყოფილი ცოლის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფოტოებს უგზავნის. ბაია პატარაიას თქმით, მედეა პატაშურის ყოფილი ქმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული თანაშრომელია.

კომენტარები