ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი

ცესკომ ქორწინებასთან დაკავშირებული სარეფერენდუმო საკითხი არ დაარეგისტრირა

ცესკო

13 მაისს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა დაერეგისტრირებინა სარეფერენდუმო შეკითხვა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის თაობაზე.

ცესკომ საინიციატივო ჯგუფის (ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძის, ზვიად ტომარაძის, კახაბერ მიგინეიშვილის შემადგენლობით) შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს - "თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?" რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ცესკოს სპიკერის, ანი მიქელაძის თქმით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მათ შორის ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსს ასევე კანონს რეფერენდუმის შესახებ. მისი თქმით, კითხვის ფორმულირება დაუზუსტებელი იყო.

მიქელაძის თქმით, სხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო მსგავსი სარეფერენდუმო საკითხი, რომელიც ცესკომ დაარეგისტრირა, რადგან ის კონკრეტული კითხვის ფორმულირება საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში იყო.

სხვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკითხი ამ ფორმულირებით იყო წარმოდგენილი: "გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?" .

ეს საკითხი ცესკომ 2016 წლის 29 მარტს დაარეგისტრირა. მისი ინიციატორები კი, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თემურაზ ცისკარიშვილი და დავით კუჭავა იყვნენ.

კომენტარები