17 მაისი

ლგბტ აქტივისტებს პლაკატების გაკვრას და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან

bastique / flickr

გუშინ ღამე, სტენსილების გაკეთების დროს, ჯამში 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) დარღვევას ედავებიან. გარდა ამისა, შვიდი აქტივისტი 173–ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლის დარღვევისთვისაც დააკავეს.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. იურისტ ნინო ბოლქვაძის ინფორმაციით, ლგბტ აქტივისტები საპატრიარქოს შენობის ღობის კედელსა და რუსთაველის გამზირზე წარწერის – “სიყვარული თანასწორია” – გაკეთების დროს დააკავეს.

კომენტარები