აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

კლინტონმა კენტუკიში გაიმარჯვა, სანდერსმა კი - ორეგონში

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ში, კენტუკისა და ორეგონის შტატებში ჩატარებულ დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებები კლინტონმა და სანდერსმა გაინაწილეს. კენტუკის შტატში კლინტონმა ხმების 46.8 %-ით გაიმარჯვა და სანდერსს მხოლოდ 0.5 %-ით აჯობა. ორეგონში კი სანდერსმა მოიპოვა გამარჯვება ხმების 54.5 %-ით.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათი შიდაპარტიული არჩევნები მხოლოდ ორეგონში ჩატარდა, სადაც ერთადერთმა დარჩენილმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ხმების 66.9 %-ით გაიმარჯვა.

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად 1237 დელეგატის ხმის მოპოვებაა საჭირო. ამ ეტაპზე ტრამპს 1160 დელეგატის ხმა დაუგროვდა.

დემოკრატებში კი, კანდიდატის გამოსავლენად 2383 დელეგატის ხმაა საჭირო, კლინტონს ამ ეტაპზე 2291 დელეგატის ხმა აქვს, სანდერსს - 1528.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 43 შტატში ჩატარდა, საიდანაც 30 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 9-ში ტედ კრუზმა, 3-ში მარკო რუბიომ, ერთში კი - ჯონ კასიჩმა.

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები ასევე, 44 შტატში ჩატარდა, 25 შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, 19-ში - ბერნი სანდერსმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები