გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა

ტაბულა

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება გაფლანგვას, იძულებას, მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სხვა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მუხლები ბუნდოვანია და ინტერპრეტაციისა და ანტიკონსტიტუციურად გამოყენების საშუალებას იძლევა. საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო მსჯელობა, მიიღებს თუ არა წარმოებაში გიგი უგულავას ახალ სარჩელს.

"ჩვენ ვასაჩივრებთ მითვისება-გაფლანგვის ნორმას, როგორც განუჭვრეტელს. ეს არის ნორმა, რომელიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენება დღეს მოქმედი პროკურატურისა და სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ეს არის ნორმა, რომელსაც საიდანაც უნდათ, იქიდან აბამენ ყურს. ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე დღის წინ დამდგარი განაჩენი თუნდაც კაბელების საქმეზე. ანუ ჩვენი საჩივარი მხოლოდ და მხოლოდ გიორგი უგულავას უფლებების რეალიზებისთვის არ არის, ეს საჩივარი დარჩება ქართულ მართლმსაჯულებას", - ამბობს უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია.

კომენტარები