22 მაისის შუალედური არჩევნები

ქართული ოცნება ირაკლი ალასანიას პროვოკაციულ ქმედებაში ადანაშაულებს

ქართული ოცნება ირაკლი ალასანიას პროვოკაციულ ქმედებაში ადანაშაულებს. პარტიის განცხადებით, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით წუალტუბოში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ალასანია მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა.

"22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს. წყალტუბოში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა. არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზანმიმართულად მომავალში სხვა რეგიონებშიც განვითარდეს",- წერია განცხადებაში.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.

"ამასთან, მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესშია, არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში",- აცხადებენ პარტიაში.

კომენტარები