PACE საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში მიღებულ ცვლილებებს აკრიტიკებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი მწუხარებას გამოთქვამენ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ისინი ასევე შეშფოთებული არიან პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით.

თანამომხსენებლები სინანულს გამოთქვამენ, რომ ცვლილებები მიღებამდე ვენეციის კომისიას არ გადაეგზავნა, როგორც მანამდე მიუთითეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს მათი ვიზიტის დროს, 2016 წლის მაისში.

"კვლავ ვიმეორებთ, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებას ცვლილებებთან დაკავშირებით და მათი რეკომენდაციების შესრულებას შეეძლო, საკონსტიტუციო სასამართლოს მეტი ეფექტურობა უზრუნველეყო და დაპირისპირებოდა ნებისმიერ შესაძლო მცდელობას ცვლილებების პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, სთხოვონ მოსაზრება ვენეციის კომისიას ნებისმიერი გადადების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მოსაზრებას ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი 23 მაისს თავად მოითხოვს",- ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტს დღეს გადაუგზავნა.

კომენტარები