კრიმინალი

ორი მამაკაცი სავარაუდოდ ჰომოფობიურ ნიადაგზე დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ავლაბარში ორი მამაკაცი სავარაუდოდ ჰომოფობიური მოტივით დაჭრეს. ისინი ე.წ "არამიანცის" საავადმყოფოში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გამოძიებამ უკვე დაადგინა ორი სავარაუდო თავდამსხმელი.

რაც შეეხება ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულს, შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან დაჭრის მოტივი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

კომენტარები