თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, საბურთალოს, ნაძალადევის, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის, წერეთლის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას, ჭედიას, თიანეთის, ვართაგავას, მორეტის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის და მამკოდის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, ბზიფის, მარტყოფის, საინგილოს, ერისთავის, თეძამის და გალავნის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, გუმათგესის, რაზიკაშვილის, საჯაიას, ერმაკოვის, ფაღავას, სანაძის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, იდუმალის, ჯავახეთის, წურწუმიას, ალადასტურის, მებაღეობის, გახოკიძის, მამისაშვილის და ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00, საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, შატილის, ძოწენიძის, ნუცუბიძის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00, საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის და ქსნის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, ევდოშვილის, სოხუმის, სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, საბჭოს, ჩუბინაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები