თამბაქო

მსოფლიოს ყველაზე მწეველი ქვეყნების ოცეული

theobserver.ca

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, (WHO) მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებასთან ერთად თამბაქოს მოხმარებაც ყველაზე მაღალი აღმოსავლეთ ევროპაშია. ყველაზე მეტს მონტენეგროში ეწევიან, სადაც ზრდასრულ მოქალაქეზე წელიწადში 4124 სიგარეტი მოდის, ეს კი დღეში 11.3 სიგარეტია. სტატისტიკის მიხედვით, პირველ ხუთეულში შედიან ბელორუსი, ლიბანი, მაკედონია და რუსეთი. საქართველოც ერთ-ერთი აქტიური მწეველი ქვეყანაა, აქ არასრულწლოვანთა 12%-ია მწეველი, სრულწლოვანთა კი 30% ეწევა.

ყველაზე მწეველი ქვეყნების ოცეული

  1. მონტენეგრო
  2. ბელორუსი
  3. ლიბანი
  4. მაკედონია
  5. რუსეთი
  6. სლოვენია
  7. ბელგია
  8. ლუქსემბურგი
  9. ჩინეთი
  10. ბოსნია და ჰერცოგოვინა
  11. ჩეხეთი
  12. ყაზახეთი
  13. აზერბაიჯანი
  14. საბერძნეთი
  15. სამხრეთ კორეა
  16. ავსტრია
  17. იორდანია
  18. უკრაინა
  19. ესტონეთი
  20. უნგრეთი

ყველაზე არამწეველი ქვეყანა კი გვინეაა.

კომენტარები