მაესტრო

მაესტრომ არჩევანში სტუმრობის გამო თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერა

0 კომენტარი
ფოტო: ბიზნესკონტაქტი

ტელეკომპანია მესტროს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა მაესტროს რამდენიმე თამაშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა, რისი მიზეზიც 31 მაისს ამ ჟურნალისტების რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ვიზიტი გახდა. ტელეკომპანიის დირექტორის მიერ გაგზავნილ წერილს ბიზნესკონტაქტის ჟურნალისტი თელარა გელანტია საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს. 

ზურაბ ნაყეურის წერილში ნათქვამია:

"მე როგორც საზოგადოების დირექტორი ვიღებ გადაწყვეტილებას:

  1. ჩატარდეს შიდასამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე 31 მაისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გადაცემა "არჩევანში" შპს "სტუდია მაესტროს" მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ.
  2. მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია მაესტროს შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს". - ზურაბ ნაყეური.

ამასთანავე, ზურაბ ნაყეური რუსთავი 2-ის ეთერში გაჟღერებული შეთავაზების გამო უარს ამბობს გადაცემა ბიზნესკონტაქტის იდეის ავტორის გიორგი ისაკაძისთვის მაესტროში კონტაქტის აღდგენაზე.

"ასევე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის "რუსთავი 2-ის" ეთერში გასული შეთავაზება - აღიდგინოს ტელეკომპანია მაესტროსთან შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. 

განხილვის შედეგად გადაწყდა - საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთმოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე". - ზურაბ ნაყეური.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები