აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

აშშ-ის საპრეზდენტო არჩევნები 2016: კლინტონმა და ტრამპმა 5 შტატში გაიმარჯვეს

CNN

აშშ-ში, კალიფორნიის, ნიუ ჯერსის, ნიუ მექსიკოს, მონტანას, ჩრდილოეთ დაკოტისა და სამხრეთ დაკოტის შტატებში დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა. ჩამოთვლილი 6 შტატიდან 5-ში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, მონტანას შტატში კი - მისმა კონკურენტმა, ბერნი სანდერსმა.

დემოკრატიულ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად 2383 დელეგატის ხმაა საჭირო, კლინტონმა კი ამ ზღვარს გადააბიჯა და უკვე 2755 დელეგატი მოაგროვა. სანდერსს კი 1852 დელეგატი დაუგროვდა.

რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები კი კალიფორნიის, ნიუ ჯერსის, ნიუ მექსიკოს, მონტანასა და სამხრეთ დაკოტის შტატებში ჩატარდა. დონალდ ტრამპმა ყველა შესაძლო დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები