დაიცავი თავისუფლება

ახალციხეში "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი მიმდინარეობს

პლატფორმის - დაიცავი თავისუფლება - ორგანიზებით, ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი მიმდინარეობს. 

ახალციხის მერია პლატფორმას კონცერტის ჩატარებაზე უარს ეუბნებოდა. თვითმმართველობა ერთ-ერთ მიზეზად "ღონისძიების გეგმის არარსებობას ასახელებდა. გარდა ამისა, ახალციხის მერიის განცხადებით, პლატფორმას ნებართვის ასაღებად ხუთი დღით ადრე უნდა მიემართა. მას შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად შეაფასეს და პლატფორმის წევრებმა წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში ჩააყენეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკან დაიხია.

თავდაპირველად პლატფორმა კონცერტის ჩატარებას ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე გეგმავდა, თუმცა, ორგანიზატორთა ცნობით, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტმა კონცერტის მიზანი შეიტყო, საიჯარო გადასახადად სტანდარტულზე 10-15-ჯერ მაღალი ფასი დააწესა. რაბათის ადმინისტრაციამ ორგანიზატორებისგან შეთანხმებული 300 ლარის ნაცვლად, 5000 ლარის გადახდა მოითხოვა. ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტი ლიტვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები