რუსთავი 2-ის საქმე

მურადაშვილი: მოსამართლე ყაველაშვილს R2-ის საქმის განხილვის უფლება არ ჰქონდა


ფოტო: რუსთავი 2
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში ჩააბარა. შესაბამისი დოკუმენტაცია რუსთავი ორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ყაველაშვილი რუსთავი ორის საქმეს, შესაბამისად, სამოქალაქო დავას განიხილავს.

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კანონის თანახმად, ყაველაშვილს არ აქვს უფლება, იყოს იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც სამოქალაქო დავას იხილავს. მისი განმარტებით, ამ დოკუმენტების მიხედვით, საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, რაც კანონდარღვევაა. მურადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კოლეგიის მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება უკანონოდ.


ფოტო: რუსთავი 2


აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლო რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

კომენტარები