გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

სოფელ ბერშუეთში ე.წ. მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტიდან ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა სოფელ ბერშუეთში მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გატაცებულია მამა-შვილი, რომლებიც სოფლის საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას მომხდარი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ორი პირის დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.

კომენტარები